logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: თუ იქნება სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს
- +

7 ივნისი. 2023. 23:58

 

 

თუ იქნება სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც რეალურად საქართველომ სტატუსი შეიძლება ვერ მიიღოს. თუმცა, როდესაც ეს ერთხელ არ მოხდა და საქართველომ, თავისი მეგობარი ორი ქვეყნისგან განსხვავებით, მიიღო მხოლოდ ევროპული პერსპექტივა, მაშინაც შეგვეძლო გვეთქვა და ვსაუბრობდით სხვათა შორის, რომ ობიექტურობის შემთხვევაში სტატუსი უნდა მიიღოს, მაგრამ ვერ მივიღეთ. მსჯელობის საშუალება არის პესიმისტური სცენარისთვისაც და ოპტიმისტური სცენარისთვისაც. ნახევრად სავსე, ან ნახევრად ცარიელ ჭიქაზეც შეგვიძლია გესაუბროთ. თუ ვიღაცები, მაგალითად გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები დარწმუნდებიან, რომ სტატუსის ვერ მიღებით საქართველოში სიტუაციას ვერ შეცვლიან, ანუ ხელისუფლებას ვერ შეცვლიან, უფრო მეტი შანსია მივიღოთ სტატუსი. ეს არა მხოლოდ ჩემი აზრია, არამედ ბევრი ადამიანი ობიექტურად ფიქრობს ასე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner