logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას შეუძლია არ იყოს ვიღაცის დასაყრდენი, ვისაც ძალიან შეიძლება აწყობდეს და ეროვნულ ინტერესად მიაჩნდეს, რომ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი იყოს გახსნილი
- +

7 ივნისი. 2023. 23:53

 

 

„ოპოზიციას შეუძლია არ იყოს ვიღაცის დასაყრდენი, იმ ვიღაცის, ვისაც ძალიან შეიძლება აწყობდეს და ეროვნულ ინტერესად მიაჩნდეს, რომ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გაიხსნას. ეს შეიძლება ძალიან კეთილშობილური მიზანი იყოს, მაგრამ რის ხარჯზე? ამაზე მხოლოდ ჩვენ ვფიქრობთ, საქართველოში ფიქრობენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ ოპოზიციის სახით გარედან დასაყრდენი არ ექნებათ, პრაქტიკულად აბსოლუტური გარანტიაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამას არ აკეთებენ.

 

„ამასობაში თუ დასაყრდენი არ იქნება ოპოზიცია იმ ხალხის, ვისაც უნდა ამ გეგმების შესრულება, მაშინ უფრო მეტი შანსი გვაქვს ევროპულ პერსპექტივებთან დაკავშირებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. გასაგებია უტოპიაა, მაგრამ თეორიულად რომ დავუშვათ, რათა საზოგადოება მიხვდეს რაზე ვლაპარაკობთ, ერთ მშვენიერ დღეს წარმოვიდგინოთ, რომ ეყოთ ძალა, მთელი ოპოზიცია გაერთიანდეს და თქვან [ასე უნდა იქცეოდნენ პატრიოტები რომ იყვნენ], რომ დღეს არ არის იმის გარჩევის დრო, თუ ვინ არის ხელისუფლებაში. გარედან მოსული დავალებების დრო ახლა არ არის და მოდით ყველამ ვთქვათ, რომ საქართველო ამ მოცემულობით, ამ ხელისუფლების პირობებში, ამ რეალური კრიტერიუმებით [უბრალოდ სიმართლე რომ თქვან] საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და თუ გარედან დასაყრდენი მათში არ ექნებათ, პრაქტიკულად აბსოლუტური გარანტიაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამას არ აკეთებენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner