logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობენ ხალხის ტვინის გამორეცხვას, ეს არ გამოვა ამ ქვეყანაში
- +

8 ივნისი. 2023. 00:11

 

 

ამბავი არის ის, რომ გერმანიის კანცლერმა მიიწვია საქართველოს პრემიერი. საინფორმაციოებში ამბობენ, რომ დაიბარა. რას ნიშნავს დაიბარა? ასეთი პრიმიტიული პროპაგანდისტული პიარ ტექნოლოგიები, მეც უნდა ვთქვა ახლა - რუსული პროპაგანდისტული. რუსული პროპაგანდა მართლა ეს არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ვერიდები უკვე ამის თქმას იმიტომ, რომ სასაცილო გახდა. ყველაფერი რუსული, გამოხედვაც რუსული გაქვთ თქვენ ამ გადაცემაში რომ სხედხართ. რუსი პროპაგანდისტები ასე უყურებენ რესპონდენტებსო, შეიძლება გითხრან ცოტა ხანში. აქამდე არიან მისულები. დღეს რვაჯერ იყო საინფორმაციოში რუსული კანონიაო, რაღაც ახალ კანონს საავტორო უფლებასთან დაკავშირებით არქმევენ რუსულს. პრაქტიკაში გაამართლაო ფიქრობენ. ამერიკულ კანონს აგენტების შესახებ დაარქვეს რუსული კანონი, მიიჩნიეს, რომ წარმატებას მიაღწიეს ამ მიმართულებით და ახლა რასაც დაარქმევ რუსულს, ვერაფერი ვერ გავა. ასეთი, ხალხის შეურაცხმყოფელი მეთოდებით ცდილობენ. შეურაცხმყოფელია ასეთი ცუდი წარმოდგენა გქონდეს შენს საზოგადოებაზე ხალხზე. „დაიბარა და როგორ, რადგან მიდის, ხომ მივა, ე.ი. რომ არ დაებარებინა ხომ არ მივიდოდა“ და ია აქ ვართ ჩარჩენილები. პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობენ ხალხის ტვინის გამორეცხვას. ეს არ გამოვა ამ ქვეყანაში. ხალხს რომ ასე ერეცხებოდეს ტვინი, მათ ეყოლებოდათ მეტი მომხრე და არა მშვიდობას, განვითარებასა და სტაბილურობას და არა მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner