logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ფაქტია, რომ დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია
- +

8 ივნისი. 2023. 00:35

 

 

"ფაქტია, რომ დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია, უფრო აღრმავებენ და სამწუხაროდ, ამის წახალისებაც ხდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველა სიბინძურეს კადრულობენ პოლარიზაციის ხარისხის გასაღრმავებლად.

 

„სამი-ოთხი დღის წინ ჩვენ ვნახეთ, იყო მცდელობა გინების, პერსონალური თავდასხმისა და შეურაცხყოფის იმგვარად გამართლების, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, რაღაც ფარგლები გამოხატვის თავისუფლებას აქვს, ამაზე ასე უნდა ვიმსჯელოთ, მაგრამ როდესაც ჟურნალისტები გამოდიან ხოლმე ასპარეზზე, პირდაპირ გინებაზე... ჩემთანაც იყო პროვოკაცია. შესაძლოა, მეც ქართული, რაღაც ისეთი ხასიათი მაქვს და ერთხელ რომ პასუხი დავუბრუნე საკადრისი და არ ვიცი, შესაძლოა ცოტა მეტიც მომივიდა, როგორც პოლიტიკოსს, მერე რომ მებრძოლები დაარქვეს და აღმოჩნდა, რომ ვიღაცის კადრების გამავრცელებელი იყო. ანუ, მდინარაძე ცოტა ფიცხობს ამ სიტუაციაში და დაიწყეს ახლა ჩემთან მოწერა. მათთან არ მაქვს საქმე, ვიღაც საწყალი რაღაცას მწერს, ავალებენ და მწერს, მაგრამ ამას რომ ავალებენ, იმას ხომ თავისი დავალების მიმცემი ჰყავს, ის ხალხი მთლად ვერც ბედავს, არ მინდა ამ ხასიათზე ვილაპარაკო, მაგრამ ბავშვობის კომპლექსების მოსახსნელად არ გამოვადგები მე ამ ხალხს. ამ დავალებებს რომ აძლევენ და თვითონ სოროდან გამოჩენას ვერ ბედავენ, პოლარიზაციის გაღრმავებას ასეთი დამოკიდებულება ზრდის. დედის გინებაზე გადმოდიან ხოლმე და ადამიანი ფიქრობ, შეიძლება პოლიტიკა გვერდზე დატოვო... ყველა წითელ ხაზს ლახავენ, ყველა სიბინძურეს კადრულობენ პოლარიზაციის ხარისხის გასაღრმავებლად“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner