logo_geo
eng_logo
პაატა ბახტურიძე: ლადო პაპავა ალოგიკური თემებით გიორგი გაფრინდაშვილის დისკრედიტაციას ცდილობს!
- +

10 მარტი. 2016. 17:54



ადამიანებს, რომლებიც თსუ-ს კანცლერობის კანდიდატს დღეს ცილისმწამებლურ ბრალდებებს უყენებენ, გაფრინდაშვილთან პირისპირ შეხვედრისას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ, - ამის შესახებ "კვირას" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა, პაატა ბახტურიძემ განუცხადა.


ბახტურიძის თქმით, თსუ-ს რექტორის, ვლადიმერ პაპავას სურვილია, რომ უნივერსიტეტის კანცლერად არჩეული იქნას ისეთი კანდიდატი, რომელიც მის ინტერესებს გაატარებს.


თსუ-ს თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ პაპავა თავისი პოზიციების გამხმოვანებელი ადამიანების მეშვეობით ცდილობს, გაფრინდაშვილის პიროვნების დისკრედიტაციას და ე.წ. ოდეერების თემით სპეკულირებას.


"ამ ადამიანებს არავითარი პროტესტი არ გამოუთქვამთ კანცლერობის ყოფილი კანდიდატის, სოსო არჩვაძის წინააღმდეგ, ვფიქრობ, სწორედ მისი კანდიდატურა იყო გასაპროტესტებელი. რექტორი ვლადიმერ პაპავა დღეს ღიად ამბობს, რომ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა მისთვის მისაღები არ არის. პაპავა დღეს რომ ალაპარაკდა უნივერსიტეტში „ოდეერების" არსებობაზე, თუ რეალურად ასეა რატომ გამოთქვა პროტესტი მაინცდამაიც სამი წლის მერე, რატომ არ იღებდა ხმას აქამდე?! უბრალოდ ახლა ცდილობენ თემით სპეკულირებას და გიორგი გაფრინდაშვილის პიროვნების დისკრედიტაციისთვის. ხან მის "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირზე საუბრობენ ხან „ოდეერების" თემით აპელირებენ.

 

მე ვარ უნივერსიტეტის სენატის წევრი, მაქვს ხმის მიცემის უფლება, ვაცხადებს, რომ ძალიან უკომპრიომისო ვიქნები ამ ბრძოლაში. უნივერსიტეტი მიჰყავთ ძალიან ცუდი მიმართულებით. გიორგი გაფრინდაშვილმა, როგორც კანცლერობის კანდიდატმა, შეხვედრები გამართა სტუდენტებთან ამ შეხვედრაზე, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც დღეს გიორგის "სისხლში გასვრილს" უწოდებენ, არათუ ბრალდება, არამედ რეპლიკა არ უთქვამთ მასთან შეხვედრისას. ასე უცებ რატომ გაუჩნდათ პროტესტის განცდა, ძალიან საეჭვოა", - აცხადებს თსუ-ს თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner