logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: 2008 წლის ომის შემდეგ, კრემლის წინ გამართულ პარადებზე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები დროშებით გამოდიოდნენ ხოლმე და ჩვენც ხომ რაღაც ეროვნული თავმოყვარეობა გვაქვს
- +

8 ივნისი. 2023. 00:49

 

 

„დემარშს არ ჰქონდა საფუძველი. ფაქტობრივი უზუსტობები იყო. თანხმობა სჭირდებოდა მთავრობისო. ახლა ჩვენ გვინდა ვიტყვით უხეშად, რომ ტყუილი იყო ეს, ან ვიტყვით რომ ფაქტობრივი უზუსტობა იყო და ვთქვათ, რომ ფაქტობრივი უზუსტობა იყო. იმიტომ, რომ არანაირი თანხმობა არ სჭირდებოდა მთავრობის. ეს იყო ცალმხრივი სანქცია, რომლის მოხსნასაც ითხოვდა მათ შორის აშშ თავის დოზე, ევროკავშირი და ჩვენც, რა თქმა უნდა ამ მოთხოვნას ვუერთდებოდით, - რუსული პროპაგანდისტული. რუსული პროპაგანდა მართლა ეს არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ჩემთვის, როგორც ქართველისთვის ყველაზე შეურაცხმყოფელია არგუმენტი, რომ უკრაინის ომმა ვითარება შეცვალა. ანუ უკრაინის ომი ომია და ჩვენი ომი არ იყო ომი? რანაირი არგუმენტია. ამას რანაირად ვიღებთ ქართველები საერთოდ ვერ ვხვდები. ტირაჟირებას უკეთებენ, არა მხოლოდ ვიღებთ. 2008 წელს ომის შემდეგ, საქართველოს ოკუპაცია რომ განხორციელდა დამატებითი ტერიტორიების და ა.შ. და 20%-მდე ტერიტორია, რომ წაიღეს ამ გზით და ოკუპირებული რომ არის დღემდე, ამ ომის შემდეგ მსგავსი არაფერი გახმოვანებულა. ეს კი არა, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ მოსკოვში, კრემლის წინ მათ გამართულ პარადებზე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები დროშებით გამოდიოდნენ ხოლმე და ჩვენც ხომ რაღაც ეროვნული თავმოყვარეობა გვაქვს. ეს ხომ უნდა ვთქვათ? არ ვთქვათ? გავჩუმდეთ? საქართველოს ომი არ ყოფილა თურმე ომი, ქართველი ჯარისკაცები არ მომკვდარან, ჩვენს მოსახლეობას არ გაუღია თავისი მსხვერპლი, ტერიტორიები არ დაგვიკარგავს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner