logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ შიგნით გაბედა რამდენიმე ადამიანმა ევროპული რეკომენდაციისთვის მხარი დაეჭირა და ნახეთ, რა უქნეს მათ
- +

8 ივნისი. 2023. 01:39

 

 

„ოპოზიციას აინტერესებს მხოლოდ ერთი რამ, მავნებლობა, რომლის ბოლო უნდა იყოს ხელისუფლების შეცვლა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ შიგნით გაბედა რამდენიმე ადამიანმა ევროპული რეკომენდაციისთვის მხარი დაეჭირა და საზოგადოებამ ნახა, რა უქნეს მათ.

 

„სამწუხაროდ, ის პატარ-პატარა, შედარებით კონსტრუქციულს რომ ვეძახით, არ მავნებლობენ, ვერ დააბრალებ, იმათ ასეთი პოლიტიკური ძალა არ აქვთ, პოლიტიკური რეიტინგი იმდენად არ აქვთ და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, იმდენად ბულინგდებიან, რომ მათ ნარატივში სხდებიან. ახლა რაც მოხდა მაგალითად იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე, ისევ „ნაცმოძრაობის“ შიგნით გაბედა რამდენიმე ადამიანმა ევროპული რეკომენდაციისთვის მხარი დაეჭირა და ნახეთ, რა უქნეს მათ. ბულინგი მოდის ტელევიზიებიდან, მათი მედია საშუალებებიდან. ფული საქართველოს ბიუჯეტიდან და ახლა ემატება ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფული, რომლითაც ფინანსდებიან ტელევიზიები და მათი ტელევიზიებია ამ ბულინგის მთავარი ბერკეტი. ასევე, დაახლოებით 3 000 „ბაბლი“, რომელიც ერთხმად დაესხმება ხოლმე ვიღაცას თავს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner