logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა რაღაც რომ არ იცის და ვერ ხვდება, ამას ვერ დავაბრალებთ, მან ზუსტად იცის, რომ რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ, საქართველოს ფიზიკური განადგურების რისკებთან არის დაკავშირებული
- +

8 ივნისი. 2023. 01:59

 

 

„მან [სალომე ზურაბიშვილმა] ხომ ზუსტად იცის 2 თვითმფრინავის, მოხალისეების უკრაინაში გაშვება რა რისკებთან იყო დაკავშირებული? ხომ ზუსტად იცის, რომ ის, რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ საქართველოს ფიზიკური განადგურების რისკებთან არის დაკავშირებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ათასი ვერსიაა, გამოითქმის მოსაზრებები, რომ ახლობლების და ოჯახის წევრების დაწინაურების ხარჯზე იცვალა ფერი პრეზიდენტმა, მაგრამ ამაში არ შევიდეთ. სალომე ზურაბიშვილმა რაღაც რომ არ იცის და ვერ ხვდება, ამას ვერ დავაბრალებთ, მის ინტელექტთან დაკავშირებით ხომ არ გვაქვს პრეტენზიები. მან ხომ ზუსტად იცის 2 თვითმფრინავის, მოხალისეების უკრაინაში გაშვება რა რისკებთან იყო დაკავშირებული? ხომ ზუსტად იცის, რომ ის, რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ საქართველოს ფიზიკური განადგურების რისკებთან არის დაკავშირებული. ამ ადამიანმა ყველა რისკის შესახებ ძალიან კარგად იცის და რატომ რისკავს და რატომ ჯდება ამ დიდ საერთო საქართველოსთვის დამაზიანებელ ნარატივში, შეიძლება ერთ ვერსიას ვიზიარებდე, მაგრამ, ამაზე საუბარი მიჭირდეს. პრეზიდენტი იქნება, თუ ვინ, მთავარი არის ერთი რამ, ნაცობა არის ძალიან პირობითი ტერმინი და არ ნიშნავს კონკრეტული პარტიის წარმომადგენლობას. ნაცობა ნიშნავს საქართველოს გარუსების მცდელობას ამ ურთულესი გამოწვევების ფონზე“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner