logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელში ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

8 ივნისი. 2023. 10:30

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) გენერალურ დირექტორს გერტ იან კოპმანს შეხვდა.

 

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრისას, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასა და მოლოდინზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წარმატებით გატარებულ რეფორმებს.

 

შეხვედრისას ასევე განიხილეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა, მიღწეული პროგრესი და გამოწვევები.

 

მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობასა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა და პროგრესი სათანადოდ იქნება შეფასებული ევროპული ინსტიტუციების მიერ და აისახება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში, მათ შორის, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner