logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: საკუთარი ზე-ამბიციურობის ნიადაგზე ავადმყოფურად შეპყრობილი ვაშაძე, მოკლებულია რეალობის ადეკვატურად შეფასებას. ამიტომ მისი მხრიდან მომავალი „გაპრემიერების“ პერსონიფიცირების დემონსტრირებას კიდევ დიდი ხანი ექნება ადგილი
- +

8 ივნისი. 2023. 10:45

 

 

თუ შეიძლება ოპოზიციურ ფლანგზე ვინმეს მიუსადაგო ფსიქო-პოლიტიკური დაავადება „მანია-გრანდიოზა“, ეს არის გიორგი ვაშაძე. მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი მოიცავს გარემოზე ღრმა შიშნარევ და გარეგნულად მოჩვენებით აგრესიულ თავდასხმით ტაქტიკას, საკუთარი ღრმად ჩამოყალიბებული კომპლექსების გამო, რომელთა დაძლევას ცდილობს შეუსაბამოდ გადამეტებული პოლიტიკური ამბიციებით, რომლებიც განაპირობებენ მის თითოეულ ქმედებას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

 

მისი თქმით, ოპოზიციუს სპექტრში ნაცმოძრაობის შემდეგ ყველაზე ამბიციური გეგმები აქვს სწორედ ვაშაძეს, რომელიც ღიად პოზიციონირებს, როგორც ე.წ. „სამეულის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

 

ოპოზიციურ სპექტრში, ნაცმოძრაობის „კლასიკური“ შემადგენლობის შემდეგ, ყველაზე ამბიციური და თვალსაჩინო როლი და გეგმები აქვს გიორგი ვაშაძეს, რომლის მხრიდან აშკარად იმატა პოლიტიკურმა აქტივობამ. თავის ეკლექტიკურ “ტროიკაში“ ის ღიად პოზიციონირებს, როგორც ე.წ. „სამეულის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. პარალელურად, ლევან ხაბეიშვილთან საკუთარი ურთიერთობის წყალობით, ცდილობს მოახდინოს ზემოქმედება „ე.ნ.მ.“-ზე და სთხოვს ვანო მერაბიშვილს, თავისი ზეგავლენა გამოიყენოს ნაცმოძრაობაზე, რათა მათ მხარი დაუჭირონ მის მომავალ „გაპრემიერებას“.

 

ვაშაძე ასევე აქტიურად არის ინტეგრირებულია ე.წ. სააკაშვილის „საოჯახო“ ფრთასთანაც (ჩალაძე, ალასანია) და ცდილობს მონაწილეობის მიღებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ყველა წამოწყებაში - ყოველ შემთხვევაში თვალსაჩინოდ „ფართხალებს“ ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ელენე ხოშტარიას მეშვეობით, არწმუნებს მამუკა ხაზარაძესაც, სამომავლოდ შეუერთდეს მათ ე.წ. “სამეულს“.

 

შექმნილი ვითარებიდან ვხედავთ, რომ გიორგი ვაშაძეს აქვს ამბიციური სურვილი მოახდინოს ოპოზიციური ფრონტის, საკუთარი პერსონის ირგვლივ გაერთიანება. თუმცა ამასთანავე, მის მიმართ პირდაპირ პროპორციულად მატულობს ნეგატივიც: მისი ზე-აქტიურობის გამო, გარკვეულ უკმაყოფილებას გამოხატავს ელენე ხოშტარია და მისი გარემოცვა.

 

არანაკლებად უკმაყოფილოა ზურა ჯაფარიძის უახლოესი წრეც, რომელიც მიიჩნევს, რომ “გირჩის“ რეიტინგის კლება განპირობებულია სწორედ რომ ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძესთან გაერთიანებით. გირჩელებს აქვთ მისი აშკარა მიუღებლობა, გარდა ამისა სწორედ ვაშაძის პერსონა წარმოადგენს „სამეულში“  „ლელოს“ ინტეგრაციის მთავარ პრობლემას. ასევე, მისი პერსონით უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს “მიშისტების“ კონკრეტული ფრთა და კეზერაშვილის „ე.ნ.მ.“-ფლანგი - განსაკუთრებით ლევან ბეჟაშვილი.

 

თუ შეიძლება ოპოზიციურ ფლანგზე ვინმეს მიუსადაგო ფსიქო-პოლიტიკური დაავადება „მანია-გრანდიოზა“, ეს არის გიორგი ვაშაძე. მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი მოიცავს გარემოზე ღრმა შიშნარევ და გარეგნულად მოჩვენებით აგრესიულ თავდასხმით ტაქტიკას, საკუთარი ღრმად ჩამოყალიბებული კომპლექსების გამო, რომელთა დაძლევას ცდილობს შეუსაბამოდ გადამეტებული პოლიტიკური ამბიციებით, რომლებიც განაპირობებენ მის თითოეულ ქმედებას. სერიოზული საიმიჯო ზიანი მიაყენა მას ე.წ. „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებულმა სკანდალმა, რამაც მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება არსებითად შეასუსტოს მისი ისედაც „პლინტუსქვედა“ რეალური პოლიტიკური პოზიციები.

 

თუმცა საკუთარი ზე-ამბიციურობის ნიადაგზე ავადმყოფურად შეპყრობილი ვაშაძე, მოკლებულია რეალობის ადეკვატურად შეფასებას. ამიტომ მისი მხრიდან მომავალი „გაპრემიერების“ პერსონიფიცირების დემონსტრირებას კიდევ დიდი ხანი ექნება ადგილი. მაგრამ ვაშაძის ეს ფსიქო-პოლიტიკური გადახრა აღიზიანებს პრაქტიკულად ყველას მის ირგვლივ, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, რაც სამომავლოდ უქმნის მის დღევანდელ პარტნიორებს მის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების მძლავრ მოტივაციას. რამდენად სერიოზული პოზიციები უკავია მას ხელისუფლების „აყირავების“ სქემაში - თავად განსაჯეთ. ჩვენ კი აუცილებლად გავაგრძელებთ სხვა, დანარჩენი „ამყირავებელი“ გარემოებების მიმოხილვას“, - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner