logo_geo
eng_logo
ნაფიცმა მსაჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
- +

8 ივნისი. 2023. 11:17

 

 

ნაფიცმა მსჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. 

 

სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ დაზარალებულს ბრალდებულთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. 2022 წლის 30 სექტემბერს,  მათ ბრალდებულის სახლში იჩხუბეს, რა დროსაც ბრალდებულმა მსხვერპლს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, გვამი სახლიდან გარეთ გაიტანა და ნაგვის ურნასთან დატოვა.

 

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენასა და პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით მის შემდგომ მოქმედებას ადასტურებდა. 

 

ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახი მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს.

 

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner