logo_geo
eng_logo
თბილისის საფორტეპიანო ფესტივალი იწყება
- +

8 ივნისი. 2023. 11:46

 

 

8-18 ივნისს, თბილისში უკვე მეოთხედ ჩატარდება საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი TBILISI PIANO FEST, რომელიც 2019 წელს დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა.  

 

ფესტივალი ტარდება კონსერვატორიის დიდ დარბაზსა და ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებში, მასტერ-კლასები ეროვნულ სასახლეში, ხოლო ბოლო ორ დღეს, ორბელიანის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, დუდანა მაზმანიშვილის, ნიკოლოზ რაჭველის, მარიამ ბაწაშვილისა და ბერლინის შტაატსკაპელეს ორკესტრის იტალიელი დირიჟორის, ჯუზეპე მენტუჩას ერთობლივი კონცერტები.

 

ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი, ხოლო წლევანდელ სტუმართა შორის არიან ცნობილი პიანისტები ნიუ იორკიდან, პარიზიდან, ციურიხიდან, მადრიდიდან, ბერლინიდან და, რა თქმა უნდა, ქართველი პიანისტები - ჰონენსის პრემიის გამარჯვებული ნიკოლოზ ნამორაძე და ლისტის კონკურსის გამარჯვებული მარიამ ბაწაშვილი. ასევე, ფესტივალში მონაწილეობას იღებს უკრაინული წარმოშობის გამოჩენილი პიანისტი კონსტანტინ ლიფშიცი.

 

ფესტივალი მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებსა და პედაგოგებს ყოველწლიურად აერთიანებს. ახალგაზრდა ნიჭიერ პიანისტებს კი საშუალება ეძლევათ, ინტერაქტიურ ფორმატშიც იყვნენ მასტერკლასების მონაწილეები და უშუალო, საფესტივალო გარემოში მიიღონ გამოცდილება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner