„ვისურვებდი, საქართველოში იყვნენ ძლიერი პოლიტიკური პარტიები. ნამდვილად არ არის საინტერესო ოპონირება ისეთ ხალხთან, ვისაც ვერც არგუმენტი მოჰყავს, დასაბუთებებშიც უჭირთ, მათი პოლიტიკური აქტივობა შემოიფარგლება მხოლოდ მცირე ზომის აქციებით და დიდი რუპორებით“, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობა არც თუ ისე წარმატებული იყო ამ თემაზე პროგნოზის გაკეთება რთულია.
„მათი გადასაწყვეტია, რა ფორმით მოახდენენ კონსოლიდირებას, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო ბლოკები აღარ იქნება და თუ გადაწყვეტენ, რომ ერთი პარტია ჩამოაყალიბონ და ერთი პარტიის სიით იყარონ არჩევნებში კენჭი, კი ბატონო. რაც შეეხება წარსულ გამოცდილებას, როგორც ვნახეთ, ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობა არც თუ ისე წარმატებული იყო მთელ რიგ შემთხვევებში და ამ შემთხვევაში რა იქნება, ამაზე პროგნოზის გაკეთება რთული იქნება. ნამდვილად ვისურვებდი, რომ საქართველოში იყოს ძლიერი პოლიტიკური პარტიები. ეს ჩვენთვისაც უფრო საინტერესო იქნება, რადგან ნამდვილად არ არის საინტერესო ოპონირება ისეთ ხალხთან, ვისაც ვერც არგუმენტი მოჰყავს, დასაბუთებებშიც უჭირთ და მათი პოლიტიკური აქტივობა შემოიფარგლება მხოლოდ მცირე ზომის აქციებით, დიდი რუპორებით. ვისურვებდი, იყოს ძლიერი ოპოზიციური პარტიები და მათთან საინტერესო კამათი გვქონდეს“, - განაცხადა ბრეგაძემ.