logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: მარინა კალიურანდის განცხადებები, რომელიც წარმოშობით რუსია, ჩემთვის აბსოლუტურად რუსული ნარატივია
- +

8 ივნისი. 2023. 20:11

 

მარინა კალიურანდის განცხადებები, რომელიც წარმოშობით რუსია და გვარად - რანიევსკაია, ჩემთვის აბსოლუტურად რუსული ნარატივია, - ამის შესახებ გადაცემაში „სტუდია N8“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს არ უნდა საქართველოს გაწევრიანება არცერთ ევროპულ თუ დასავლურ სტრუქტურაში და ეს ქალბატონიც, პერიოდულად, მსგავსი სენსაციური გზავნილებით გამოდის.

მარინა კალიურანდზე არ გადის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული თანხმობა და უთანხმოება. ეს არის ფაქტი. ეს საკითხი არ არის მარინა კალიურანდის დონე, რომ მან, ან რამდენიმე ევროპარლამენტარმა გადაწყვიტოს.

მეორე - დიდი ხანია ვაკვირდები ამ ქალბატონს. ის მეუღლის გვარზეა, მაგრამ დაბადებით რანიევსკაიაა გვარად და არის რუსი. ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე, რომელი რუსი არის კარგი და რომელი - ცუდი, იმიტომ, რომ წარმოშობით რუსი ევროპარლამენტარის განცხადება ან მისი პოზიცია რამდენად ღირებული უნდა იყოს ჩვენთვის, ევროპულ გზაზე მდგომი ქართველებისთვის. მით უმეტეს, ამას ვამბობ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლობით, როდესაც, რაც არ უნდა ვთქვათ, რა კანონპროექტიც არ უნდა შევთავაზოთ საქართველოს, ყველაფერი რუსულია. ამ შემთხვევაშიც, ეს ჩემთვის აბსოლუტურად რუსული ნარატივია. რუსეთს არ უნდა საქართველოს გაწევრიანება არც ერთ ევროპულ თუ დასავლურ სტრუქტურაში. ეს ქალბატონიც პერიოდულად გამოდის ამ რაღაც სენსაციური განცხადებებით.

მინდა ქალბატონ მარინა კალიურანდს/რანიევსკაიას შევახსენო, რომ არსებობს ასეთი მსოფლიო ბანკი, რომელიც თავის ინდიკაციებს გამოიმუშავებს, რომელთა მიხედვითაც, პერიოდულად, ამა თუ იმ ქვეყანას, სხვადასხვა პარამეტრში ნიშნებს უწერს და რეიტინგულ წინსვლას თუ უკუსვლას უფიქსირებს. საქართველოს გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების კუთხით, ეკონომიკური ზრდის ტემპების თვალსაზრისით ევროკავშირის დონეზე ლიდერის პოზიცია დაუფიქსირდა. იმიტომ, რომ 23-25 წლების პერსპექტივებზე მსოფლიო ბანკმა თქვა, რომ საქართველოში ამ გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების კუთხით არის ყველაზე ხელსაყრელი სიტუაცია. მაინტერესებს: რაში ჩამოვრჩებით ჩვენ მოლდოვას ან უკრაინას? ხომ შეიძლება კონკრეტულად ითქვას, ამ ზოგადი ფრაზების გარეშე - „დემოკრატიის უკუსვლა“, „შემაშფოთებელი შეშფოთება“, „აგრესიული რიტორიკა“ და ა.შ.“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა, რომ „არსებობს შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარა და არ ვიცით, ეს ფანჯარა რამდენ ხანს იქნება ღია. შესაძლოა ის მალე დაიხუროს და ამიტომ ეს ისტორიული შანსი უნდა გამოიყენოთ“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner