logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: მე არ მსურს ვიხილო რუსეთის პოლიტიკის წარმატება. კერძოდ, რომ მან მიაღწიოს მიზანს და გააჩინოს დიდი ნაპრალი საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- +

8 ივნისი. 2023. 21:12

 

საქართველოს ევროპული პერსპექტივის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, როდესაც ეს მისწრაფება ათწლეულია გაცხადებულად მკაფიოა, არ არის სწორი - თანაც ახლა, როდესაც ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გადამწყვეტ მომენტზე ვდგავართ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ მოვისმინეთ შეშფოთებები, ინტერპრეტაციები და ციტატები კონკრეტული განცხადების, აღარ შევალ ამ დეტალებში. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ, ათწლეულების განმავლობაში არაერთი კომენტარი მოგვისმენია კოლეგებისგან, ვიხილეთ რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკის ცვლილება. საქართველო იყო ოკუპირებული და ეს დღემდე რეალობაა, თუმცა ჩვენ არასდროს დაგვიდანაშაულებია ევროკავშირი, რომ ის იმავეს ახმოვანებს, რასაც რუსეთი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ უსამართლობაა, პრემიერ-მინისტრისა თუ ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადების შედარება აგრესორი ქვეყნის განცხადებებთან, როდესაც საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ოკუპირებული ამ ქვეყნის მიერ. უსამართლობაა, ამ ქვეყნის განცხადებები გაუთანაბრო აგრესორი ქვეყნისას და თქვა, რომ ოკუპირებული ქვეყნის განცხადებები ჰგავს აგრესორი ქვეყნის განცხადებებს. მე არ მსურს ვიხილო რუსეთის პოლიტიკის წარმატება. კერძოდ, რომ მან მიაღწიოს მიზანს და გააჩინოს დიდი ნაპრალი საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner