logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: წინა სეზონი იყო - მოწამლეს, მოკლეს, აწამეს, აშიმშილეს, ახლა ახალი სერია იწყება - სააკაშვილი პრემიერად. ვნახოთ, ამ სერიალს სადამდე ექნება სიცოცხლისუნარიანობა
- +

8 ივნისი. 2023. 21:13

 

ახალი სერია იწყება - მიხეილ სააკაშვილი პრემიერად. ვნახოთ, ამ სერიალს სადამდე ექნება სიცოცხლისუნარიანობა, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

წინა სეზონი იყო - მოწამლეს, მოკლეს, აწამეს, აშიმშილეს. ამ სერიალმა თავისი მაყურებელი დაკარგა საზღვარგარეთაც და ქვეყნის შიგნითაც. ახლა, ახალ სეზონზე ახალი სერია იწყება - მიხეილ სააკაშვილი პრემიერად. ვნახოთ, ამ სერიალს სადამდე ექნება სიცოცხლისუნარიანობა“, - აცხადებს ქადაგიშვილი.

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი არ უარყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner