ახალი სერია იწყება - მიხეილ სააკაშვილი პრემიერად. ვნახოთ, ამ სერიალს სადამდე ექნება სიცოცხლისუნარიანობა, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„წინა სეზონი იყო - მოწამლეს, მოკლეს, აწამეს, აშიმშილეს. ამ სერიალმა თავისი მაყურებელი დაკარგა საზღვარგარეთაც და ქვეყნის შიგნითაც. ახლა, ახალ სეზონზე ახალი სერია იწყება - მიხეილ სააკაშვილი პრემიერად. ვნახოთ, ამ სერიალს სადამდე ექნება სიცოცხლისუნარიანობა“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი არ უარყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება.