logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხი პრეზიდენტისგან ელოდება პასუხისმგებლიან ქცევას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მის უფლებამოსილებაში შედის
- +

8 ივნისი. 2023. 21:21

 

ქართველი ხალხი პრეზიდენტისგან ელოდება პასუხისმგებლიან ქცევას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მის უფლებამოსილებაში შედის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ის უფლებამოსილებები, რომელიც აქვს ამა თუ იმ სახელმწიფო ინსტიტუტს, უნდა შესრულდეს. ის გარემოება, რომ ცესკოსა და ეროვნული ბანკის შემთხვევაში კანდიდატების წარდგენის დაყოვნებაა, ეს აჩვენებს, რომ ამ მხრივ ქართველი ხალხის მოლოდინები გამართლებული არ არის. ქართველი ხალხი პრეზიდენტისგან ელოდება პასუხისმგებლიან ქცევას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მის უფლებამოსილებაში შედის. მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ქართველი ხალხის ამ მოლოდინს საქართველოს პრეზიდენტი უპასუხებს“, - ამბობს პაპუაშვილი.

პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner