logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას აქვს ფუნდამენტური პრობლემა - ის გამიჯნულია ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს
- +

8 ივნისი. 2023. 21:23

 

მიუხედავად იმისა, რომელ ოპოზიციაზე არის საუბარი, ყველას აქვს ფუნდამენტური პრობლემა - ისინი გამიჯნული არიან ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მათ პოლიტიკაში ყველანაირ ინტერესს ამოიკითხავ, საქართველოსა და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესის გარდა. მანამ, სანამ ისინი ამ ინტერესს არ დაუბრუნდებიან, არ აღიარებენ და საკუთარი პოლიტიკის ნაცვლად არ აქცევენ, მანამდე გამორიცხულია მათ ნებისმიერი ხასიათის წარმატება ჰქონდეთ არჩევნებში. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელსაც არ უყურებენ და თვალს არ უსწორებენ. ისინი ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინტერესებს აღიარებენ გარდა საქართველოსა და ქართველი ხალხის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner