logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ყველა ევროპარლამენტარს ერთ რამეს ვურჩევდი - სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს, მათ შორის ქალბატონმა კალიურანდმა
- +

8 ივნისი. 2023. 21:26

 


სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს, მათ შორის კალიურანდმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

ეს არის ის მთავარი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ევროპულ პარლამენტში ვაწყდებით - ზუსტად ზედაპირულობა. ჩვენ ვნახეთ ციტატებით მანიპულირება, დეზინფორმაციის გავრცელება, ფაქტების დამახინჯება, რაც ევროპარლამენტის ბოლო სამ რეზოლუციაში იყო ასახული. რაც ჩვენ მოვისმინეთ, აქ პიროვნული გაღიზიანებები და ანტიპატიები იგრძნობოდა ზოგიერთ განცხადებაში, რაც არ არის სერიოზული და ევროპული დამოკიდებულება, რაც ქართველ ხალხს აქვს. რაც შეეხება სარკეში ჩახედვას, ყველა ევროპარლამენტარს ერთ რამეს ვურჩევდი - სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს, მათ შორის ქალბატონმა კალიურანდმა. ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ჩახედონ, რომელიც ამ ბოლო სამ რეზოლუციაში იყო და რომელსაც პასუხი გასცა მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ.

ის ჩანაწერები ნახონ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა და იხილონ ის პროპაგანდა, რომელსაც აყოლილი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციების ინიციატორები. დაფიქრდნენ, იქნებ, არის დრო, რომ გამოასწონ საკუთარი შეცდომები ქართველი ხალხის წინაშე, გადახედონ საკუთარ პოზიციებს, რომელმაც დააზიანა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ საკითხს ასე შეხედონ.“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner