ბოლო დღეებში რუსეთის თავდაცვის ხაზების გარღვევის პირველი მცდელობისას უკრაინულმა ძალებმა მძიმე ტექნიკისა და ჯარისკაცების დანაკარგები განიცადეს, ვინაიდან რუსეთის ძალების მხრიდან მოსალოდნელზე მეტ წინააღმდეგობას წააწყდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანია CNN-ი აღნიშნავს, რომ აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა დანაკარგებს მნიშვნელოვანი უწოდა.
CNN-ი წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა მოახერხეს აღმოსავლეთით [ბახმუტის რაიონში] რუსული ძალების ნაწილის განდევნა, თუმცა, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით, ყუმბარმტყორცნებითა და ნაღმტყორცნებით შეიარაღებული რუსები მტკიცე წინააღმდეგობას უწევენ.
ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დანაკარგები გავლენას არ მოახდენს უკრაინის უფრო ფართო კონტრშეტევაზე.