"მხოლოდ უკრაინის გავლით მხოლოდ გაზით ცალმხრივი ვაჭრობა სამჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან წლის განმავლობაში, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„რა შეიძლება მოიტანოს სანქციების დაწესებამ, რასაც ითხოვენ? ფრენები ჩვენ არ გაგვიუქმებია და არ აღგვიდგენია. იგივე ეხება ვიზებს: სააკაშვილის პერიოდიდან მოდის ეს. რატომ აკეთებენ ამ თემაზე აქცენტს? ხომ არ ფიქრობენ, რომ ჩვენ ამას ვერ შევასრულებთ, იმიტომ რომ დაიქცევა ქვეყანა რეალურად, თვითონაც კარგად იციან. გაზითაც ვაჭრობენ, ენერგორესურსებითაც, ალმასებითაც - მხოლოდ უკრაინის გავლით მხოლოდ გაზით ცალმხრივი ვაჭრობა სამჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ხომ არ არის ეს ისეთი თემა, რომ შენ მუდმივად ჰყავდე ამ უსამართლო შენიშვნების ქვეშ, რათა სამომავლოდ გადაწყვეტილება მიიღონ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც დღეს სჭირდება კონკრეტულ პოლიტიკურ კონიუნქტურას“, - აცხადებს ვოლსკი.