ჭკვიან ხელისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაზე გათვლა გაკეთებული უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, ხომ არ აქვს მას კანდიდატის სტატუსზე ნეგატიური პასუხის მოლოდინი.
„მთელი ოპოზიციური სპექტრი არის იმის მოლოდინში, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ, რომ მერე განვითარდეს რევოლუციური პროცესი. ეს ხომ იცის დასავლეთმა და იმის მაგივრად, რომ ამ თემასთან დაკავშირებით სამართლიანი დამოკიდებულება ჰქონდეს, მაინც ამ მიმართულებით რატომ მიდის მუდმივად საუბარი. ხომ არ მეორდება ის სიტუაცია, როდესაც შენ არ შეგიძლია საქართველო შემოიყვანო ქოლგის ქვეშ, ანდა მეორე საკითხია, ეს ხომ არ არის მცდელობა იმისა, რომ საქართველოში მართლაც რევოლუციური პროცესი განვითარდეს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.