აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს ექნება დაფინანსება, რომელიც აუცილებელია უკრაინის მხარდასაჭერად იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
„ხალხს ვთხოვ წარმოიდგინონ, რა მოხდებოდა, თუ ჩვენ უკრაინას არ დავუჭერდით მხარს. ვფიქრობთ, რომ რუსეთი კიევში გაჩერდებოდა? როგორ ფიქრობთ, ეს მოხდებოდა? მე ვფიქრობ, რომ არა და ვფიქრობ, ჩემი კოლეგების დიდი უმრავლესობა - თუნდაც კრიტიკოსები - ფიქრობს, რომ ეს ასე არ იქნებოდა“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.