რუსეთის მიერ კახოვკის კაშხლის განადგურებით გამოწვეული კრიზისის შესამსუბუქებლად იენს სტოლტენბერგმა პირობა დადო, რომ ნატოს მექანიზმებს გამოიყენებენ ჰუმანიტარული დახმარებისთვის, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარასკევს ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომა გაიმართება.