ქართველი მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე ბათუმში მიმდინარე 14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, მან სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ნაადრევად, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.
ანასტასია კირთაძე მსოფლიოს 15-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულიცაა.