logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი სურვილია, ყველა ინსტიტუცია ემსახურებოდეს უფრო კონსენსუსის მოძებნას, ვიდრე გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირებების შექმნას
- +

9 ივნისი. 2023. 09:56

 

 

საპარლამენტო რესპუბლიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს სურათი დარღვეულია“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

ამიტომ ჩვენი ნება არის ის, რომ ყველა ინსტიტუციამ შეინარჩუნოს თავისის კონსტიტუციური უფლებამოსილებები და ემსახურებოდეს უფრო კონსენსუსის მოძებნას, ვიდრე გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირებების შექმნას“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

მმართველი გუნდი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტზე, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს. მიზეზად კი „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მხრიდან საკითხის გაჭიანურებას ასახელებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner