logo_geo
eng_logo
ბათუმის სტადიონმა, მაიამიში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა
- +

9 ივნისი. 2023. 10:50

 

 

ქალაქ მაიამიში FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023 დაჯილდოება გაიმართა. უძრავი ქონების ოსკარის მასშტაბურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

 

ბათუმის აჭარაბეთ არენა FIABCI-ის დაჯილდოებაზე მსოფლიო საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, სადაც სტადიონმა მსოფლიო კონგრესის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ჯილდო და აღიარება მოიპოვა.

 

FIABCI მასშტაბურ ღონისძიებაზე მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.

 

მაიამი FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესს და FIABCI მსოფლიო დაჯილდოვების მასპინძლლობდა, სადაც ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner