logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მთელი ბიუროკრატიული აპარატი უნდა გარდავქმნათ
- +

4 სექტემბერი. 2016. 13:02



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მმართველობაში, მთავრობაში და ზოგადად, ქვეყნის ბიუროკრატიაში, ძირეულ ცვლილებებს განახორციელებს.


აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

 

„მომავალი 4 წლის განმავლობაში, მმართველობაში ძირეულ რეფორმებს ვგეგმავთ. ქვეყნის მთავრობა და მთელი ბიუროკრატიული აპარატი უნდა გარდავქმნათ ისე, რომ უფრო მეტად მოსახლეობის საჭიროებებსა და საქმიანი ადამიანების ხელშეწყობაზე იყოს ორიენტირებული",- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner