„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მმართველობაში, მთავრობაში და ზოგადად, ქვეყნის ბიუროკრატიაში, ძირეულ ცვლილებებს განახორციელებს.
აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
„მომავალი 4 წლის განმავლობაში, მმართველობაში ძირეულ რეფორმებს ვგეგმავთ. ქვეყნის მთავრობა და მთელი ბიუროკრატიული აპარატი უნდა გარდავქმნათ ისე, რომ უფრო მეტად მოსახლეობის საჭიროებებსა და საქმიანი ადამიანების ხელშეწყობაზე იყოს ორიენტირებული",- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.