logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: როცა არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ამის მიუხედავად ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს "ფრი მიშა" კამპანიას, ეს სხვა არაფერზე მეტყველებს გარდა პოლიტიკური კორუფციისა
- +

9 ივნისი. 2023. 14:25

 

 

როცა უკვე არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით და ამის მიუხედავად ზოგიერთი ევროპარლამენტარი კვლავ აგრძელებს "ფრი მიშა" კამპანიას, ეს სხვა არაფერზე მეტყველებს გარდა პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ხელის გულზე დევს.“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ახალისებდნენ იმით, რომ მას საქართველოში რადიკალური დღის წესრიგი გაეტარებინა.

 

სანამ სააკაშვილი საქართველოში შემოიპარებოდა და ციხეში აღმოჩნდებოდა, მანამდეც ვხედავდით, როგორ დადიოდა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების კორიდორებში, როგორ ართმევდნენ მას ხელს, როგორ ატარებდნენ კრიმინალ ადამიანთან სემინარს, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და ამაზე არავინ დავობს. როგორ ართმევდნენ მას ხელს და დღეს, ეს ადამიანები, რომლებიც მაშინ ახალისებდნენ მიხეილ სააკაშვილს, მათ შორის, ახალისებდნენ იმით, რომ მას საქართველოში რადიკალური დღის წესრიგი გაეტარებინა, შემოპარულიყო და ქვეყანა აერია, დღეს ეს ადამიანები კვლავ იცავენ და მის ციხიდან დახსნას ცდილობენ. ამიტომ, პოლიტიკური კორუფციის გარდა, ამ ჯიუტ "ფრი მიშა" კამპანიას ვერ ავხსნი.“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner