logo_geo
eng_logo
საქართველოს ბანკი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის რეგიონებში ბიზნესებს ახალ შესაძლებლობებს უქმნის
- +

9 ივნისი. 2023. 14:39

 

 

9 ივნისი, 2023- საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის საიმედო პარტნიორი, მუდმივად  ცდილობს ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესს, კიდევ უფრო განვითარდეს. ამ მიზნით საქართველოს ბანკი „რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტის“ ფარგლებში,  ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

 

პროექტის მიზანია, SME ბიზნესმა ზრდისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით უფრო მარტივად მოახერხოს ფინანსებზე წვდომა და შედეგად, საკუთარი ბიზნესი გახადოს უფრო მდგრადი და წარმატებული. პროექტი ხელს უწყობს საქართველოს ბანკს, დანერგოს არაფინანსური სერვისები მერძევეობის სექტორის მეწარმეებისთვის.

 

პროგრამის მეშვეობით დაგეგმილია, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მერძევეობის მიმართულებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. კერძოდ,  მერძევეობის სექტორში ჩართული კომპანიები, შეძლებენ აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია Loialte-სგან მიიღონ კონსულტაცია, რათა სწორად აწარმოონ ბუღალტერია და ამით გაზარდონ დაფინანსების შესაძლებლობები. პროექტის ფარგლებში ჯამში 100-მდე  მეწარმის ჩართვა იგეგმება.

 

საქართველოს ბანკის მიზანია, მის პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ბიზნესს განვითარებისთვის მაქსიმალურად კომფორტული, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ამ თანამშრომლობის  მიზანიც ეს  გახლავთ, რომ  აჭარის და იმერეთის რეგიონებში, მერძევეობის სფეროში დასაქმებული მეწარმეებისთვის  ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას შევუწყოთ ხელი. პროექტი  მეწარმეებს ანგარიშგებების მოწესრიგებაში დაეხმარება, რაც ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას, მარტივად მოიზიდონ ფინანსური რესურსები სამომავლო განვითარებისთვის. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი არა მხოლოდ აჭარის და იმერეთის რეგიონებისთვის, არამედ მერძევეობისა დარგისთვის და ასევე, მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ანგარიშგებების მოწესრიგება დღემდე გამოწვევად რჩება, რაც აბრკოლებს ბიზნესების კიდევ უფრო გაძლიერებას. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ბიზნესებს კიდევ უფრო გაუმარტივებს ოპერირებას და ხელს შეუწყობს მათი სამომავლო საქმიანობის გაფართოებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

 

მოხარულნი ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს ბანკთან და ვიყოთ ჩართულები პროექტში, რომელიც ხელს შეუწყობს მერძევეობის სექტორში მოღვაწე ფერმერებისთვის არაფინანსური სერვისების მიწოდებას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ბანკთან ერთად, მეწარმეების მხარდაჭერით ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ მათი ფინანსების მართვის უნარი, ხელი შევუწყოთ მათი ბიზნესის სტაბილურობის დემონსტრირებას და ინვესტიციებისთვის დამატებითი ფინანსების მოზიდვას“, - განაცხადა გიგა ფაიქიძემ, Loialte-ს მმართველმა პარტნიორმა.

 

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა და “რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტმა” თანამშრომლობის მემორანდუმი სულ ცოტა ხნის წინ გააფორმეს.  პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ არის დაფინანსებული. ის Swisscontact-ის (ძირითადი განმახორციელებელი), Mercy Corps-ისა და Springfield Center-ის კონსორციუმის მიერ ხორციელდება. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner