ავსტრიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარსელ კოლერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია ფეხბურთის კარგად თამაში.
კოლერი დარწმუნებულია, რომ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე საქართველო დადებითი შედეგის მიღწევას და გამარჯვებას შეეცდება.
„საქართველო თავდაჯერებული თამაშობს. საქართველოს ნაკრებს შეუძლია ფეხბურთის კარგად თამაში. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე დარწმუნებული ვარ შეუტევს და გამარჯვებას შეეცდება. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ჩვენ იგივე გზას განვაგრძობთ, რასაც გავდიოდით. ჩვენი გუნდი არის ერთიანი. გვინდა წარმატებას მივაღწიოთ შესარჩევ ეტაპზე და ვითამაშოთ მსოფლიო ჩემპიონატზე. გავიმარჯვებთ თუ არა ხვალინდელ შეხვედრაში, ხვალ გამოჩნდება. წინასწარ ფავორიტზე საუბარი მნიშვნელოვანი არ არის", - განაცხადა კოლერმა.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრებში თორნიკე ოქრიაშვილსა და ვაკო ყაზაიშვილს გამოარჩევდა.
ავსტრიის ნაკრების კაპიტნის, იულიან ბაუმგარტლინგერის თქმით კი, საქართველოს ნაკრები დალაგებული გუნდია, რომელიც ბოლო პერიოდში წარმატებას აღწევს, მათ შორის ესპანეთთან გამარჯვების სახით.
„ჩვენი გუნდი ახალ ციკლს იწყებს. ჩვენთვის ახალი ერა დაიწყო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. საქართველოს ნაკრების სახით დალაგებული გუნდი გველოდება, რომელმაც ბოლო პერიოდში დადებითი შედეგები აჩვენა. როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში მოგვიწევს კარგად თამაში და იმედია გავიმარჯვებთ", - განაცხადა მარსელ კოლერმა.