logo_geo
eng_logo
ლაშა მიქელაძემ ბულვარის 2022 წლის ანგარიში წარადგინა
- +

9 ივნისი. 2023. 16:07

 

 

სსიპ ,,ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მიქელაძე, 2022 წლის საქმიანობის ანგარიშით წარსდგა აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. 

 

ბულვარის ხელმძღვანელმა   ისაუბრა  გასულ საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე, მიმდინარე წლის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სარეაბილიტაციო პროექტებზე. ლაშა მიქელაძემ  ყურადღება გაამახვილა ისეთ მასშტაბურ პროექტებზე როგორიც არის, სკეიტ პარკის მშენებლობა, კოლონადების რესტავრაცია, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ მოზაიკის მოწყობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სავარჯიშო მოედნები,  საბავშვო კუთხის განახლება და სხვა.

 

ლაშა მიქელაძემ, ასევე,  ისაუბრა 2023 წლის ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებულ სამუშაოებსა და სიახლეებზე. მისი თქმით, ყველა პროექტი რომელიც სამომავლოდ  არის დაგეგმილი  ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმის ფარგლებში განხორციელდება.

 

პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. წარმოდგენილი ანგარიში და ინფორმაცია კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner