logo_geo
eng_logo
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (bench & bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

9 ივნისი. 2023. 16:45

 

 

აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, პროკურორებისა და ადვოკატების მონაწილეობით მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (bench & bar) კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ატლანტას შტატის მოსამართლეები ენნ ჰარისი და ჯეიმს ბოდიფორდი ესწრებოდნენ.

 

სამუშაო შეხვედრისას მონაწილეებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის გამოწვევებზე ისაუბრეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. პროკურორებმა და ადვოკატებმა ამერიკელ მოსამართლეებთან ერთად ნაფიც მსაჯულთა აცილებისა და თვითაცილების წესსა და სტანდარტებზე იმსჯელეს, ნაფიც მსაჯულთა წინაშე მტკიცებულებათა გამოკვლევისას გამოვლენილი ხარვეზები განიხილეს და მისი გადაჭრის გზებზე შეთანხმდნენ.

 

შეხვედრის მიმდინარეობისას, საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა გიორგი ჭეხანმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს. ასევე, მონაწილეებს სიტყვით მიმართა აშშ-ის საელჩოს უფროსმა მრჩეველმა მართლმსაჯულების საკითხებში, პატრიცია ვილდემურტმა.

 

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (bench & bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner