logo_geo
eng_logo
ნუცუბიძის ქ. N46-ში დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო
- +

9 ივნისი. 2023. 17:18

 

 

საბურთალოს რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, შ. ნუცუბიძის N46-ში დასასვენებელი სივრცისა და  სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟი მოხდება.

 

სამუშაოების შედეგად 2 000 კვ.მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. ჰიდროთესვის მეთოდით დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის 35 ხე-მცენარე.  რეაბილიტირდება 800 კვ. მ  ფართობის სპორტული მოედანი.

 

დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოებს, საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ლაგო“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან  519 397 ლარია გამოყოფილი. სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის კი 99 551 ლარია გათვალისწინებული და  პროექტს შპს „დოკასპორტი“ ასრულებს.

 

საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილობრივ  მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნული პროექტი  მათთან ერთად განიხილა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner