logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: პრემიერის და მთავრობის სწორი პოლიტიკა დასავლეთს სხვა შესაძლებლობას არ დაუტოვებს - საქართველო აუცილებლად მიიღებს სტატუსს
- +

9 ივნისი. 2023. 21:34

 

 

„მიუხედავად წინააღმდეგობისა, საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, პრემიერ მინისტრის და მთავრობის სწორი პოლიტიკა, დასავლეთს სხვა შესაძლებლობას არ დაუტოვებს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე Facebook-ზე წერს.

 

მისი თქმით, საქართველოს მიმართ, ევროპარლამენტართა ნაწილს არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს და მათი განწყობები ფაქტებს არ ემყარება.

 

„ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა გაიმართა. მიუღებელია საქართველოს მიმართ, ევროპარლამენტართა ნაწილის არაჯანსაღი დამოკიდებულება, რადგან მათი განწყობები ფაქტებს არ ემყარება. ქალბატონი კალიურანდის განცხადებით, საქართველო მოლდოვას და უკრაინას ჩამორჩება, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობის და სიტყვის თავისუფლების კუთხით, რაც აქციების დროს პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტებაში გამოიხატა. აქციების დროს ძალის გადამეტების შესახებ ოპოზიციაც კი არ საუბრობს, რადგან მსგავსი რამ არ მომხდარა. რაც შეეხება სასამართლოს, უკრაინა გვისწრებს? საერთაშორისო რეიტინგებს არ ვეხები, მხოლოდ ერთ ფაქტს ვიტყვი. რამდენიმე კვირის წინ უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქრთამის აღების ფაქტზე დაიჭირეს. აღნიშნული ყველაფერზე მეტყველებს.

 

საუბარი ასევე შეეხო სანქციების გვერდის ავლას, ამ შემთხვევაშიც საუბარი ფაქტების გარეშე მიმდინარეობს, რადგან საქართველო ნამდვილად არ არის ადგილი, სადაც სანქციების გვერდის ავლა ხდება. დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ დასავლეთი ერთი ხელით პოლარიზაციის დასრულებას გვთხოვს, მეორე ხელით კი პოლარიზაციას ზრდის. დიდი ხანია, დასავლეთი ორსახოვანი გახდა, მათ კორუფცია და ლობიზმი შეისისხლხორცეს, რაც ობიექტურობის დაკარგვას იწვევს. მიუხედავად წინააღმდეგობისა, საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, პრემიერ მინისტრის და მთავრობის სწორი პოლიტიკა, დასავლეთს სხვა შესაძლებლობას არ დაუტოვებს“, - წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner