logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პიეირ ალექსანდრ ანგლადს შეხვდა
- +

9 ივნისი. 2023. 22:41

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა გამართა საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, პიეირ ალექსანდრ ანგლადთან.

 

შეხვედრაზე საუბრის ძირითად თემებს წარმოადგენდა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მნიშვნელობა.

 

„ფრანგმა კოლეგამ აღნიშნა, რომ საფრანგეთის პოლიტიკა გაფართოებასთან დაკავშირებით შეცვლილია და შესაბამისად, საქართველო სამომავლოდ მოიაზრება როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მან, ასევე გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოს ეწვიოს კომიტეტის დელეგაციასთან ერთად,“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ფრანგი დეპუტატი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებით და თუ რა ბერკეტები აქვს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სამოქმედოდ.

 

შეხვედრაში მონაწილეობდა საპარლამენტო დელეგაციის წევრი დავით სონღულაშვილი.

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner