logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: საერთოდ არ მაინტერესებს „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებები, იმიტომ რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ხელისუფლებას
- +

9 ივნისი. 2023. 22:59

 

 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შეფასებით, აშკარაა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირებაა, თუმცა, მისივე თქმით, ვინ იქნება აღნიშნული პარტიის სათავეში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

 

„ცხადი და აშკარაა, რომ დაპირისპირება აქვთ ერთმანეთში, ამიტომ, არ მინდა ამ სიღრმეებში შევიდე. საერთოდ არ მაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობა“, არც მათი დაპირისპირებები, იმიტომ, რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ხელისუფლებას, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. ხალხს დღეს რაც სჭირდება ყველაზე მეტად, ეს არის მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, იმისთვის, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხაბეიშვილი იქნება, მეორე ხაბეიშვილი თუ მესამე ხაბეიშვილი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner