logo_geo
eng_logo
კულება: იმ დღეს, როდესაც ჩვენთან მოხდა ტერორისტული თავდასხმა და გენოციდის დანაშაული, გაერო რუსული ენის დღეს აღნიშნავდა
- +

9 ივნისი. 2023. 23:49

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გააკრიტიკა გაეროს პასუხი რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებაზე.

 

„გაერომ დაუშვა ძალიან კონკრეტული შეცდომა: იმ დღეს, როდესაც ჩვენთან მოხდა ტერორისტული თავდასხმა და გენოციდის დანაშაული, გაერო რუსული ენის დღეს აღნიშნავდა, პირში წყალი ჩაიგუბეს აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

ამავდროულად, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა უკრაინაში გაეროს ოფისის მუშაობა, რომელმაც მყისიერად იმოქმედა ხერსონში.

 

„ამიტომ, უკრაინელების რისხვა გამართლებულია, მაგრამ არის რეალობა და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მასთან ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - დასძინა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner