logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ის, რომ ქართველმა ხალხმა ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყვიტა, არ ნიშნავს, რომ კალიურანდმა და კუბილიუსმა ჭკუა გვასწავლონ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ
- +

10 ივნისი. 2023. 00:43

 

ის, რომ ხალხმა გადაწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანება, არ ნიშნავს იმას, რომ კალიურანდი და კუბილიუსიმოვიდნენ, ჭკუა გვასწავლონ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ. ხალხი არ დათანხმებია იმას, რომ კუბილიუსი, კალიურანდი, გრეგოროვა და ასე შემდეგ, იყვნენ ჩვენი უფროსები. ხალხმა ევროკავშირში შესვლა გადაწყვიტა იმიტომ, რომ ჩვენ მასში ის წავიკითხეთ და დავინახეთ, სამართლიანი ქვეყნების გაერთიანება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში შესვლა და არა კუბილიუსისა და კალიურანდისშეურაცხმყოფელი განცხადებების მოსმენა მათი მისამართით.

ის, რომ ხალხმა გადაწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანება, არ ნიშნავს იმას, რომ კალიურანდი და კუბილიუსიმოვიდნენ, ჭკუა გვასწავლონ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ. ხალხი არ დათანხმებია იმას, რომ კუბილიუსი, კალიურანდი, გრეგოროვა და ასე შემდეგ, იყვნენ ჩვენი უფროსები. ხალხმა ევროკავშირში შესვლა გადაწყვიტა იმიტომ, რომ ჩვენ მასში ის წავიკითხეთ და დავინახეთ, სამართლიანი ქვეყნების გაერთიანება.

ახლა კი გამოდიან გაუკუღმართებული განცხადებებით, რომ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, კუბილიუსის შეურაცხყოფა და კალიურანდის ტყუილები აიტანოს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ეს კვლევებში არ წერია, კვლევებში ხალხს არ ეკითხებიან, დღეს რომ არასწორ განცხადებებს აკეთებს ევროპარლამენტარი, ეთანხმები, თუ არა ამასო. შემდეგ მიიღებენ სწორ შედეგებს.

ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი ადრეც იყო, მაგრამ ევროკავშირმა არ მიგვიღო, მათ შორის, არც 2008 წლის ომის შემდეგაც კი. მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი ერთია, შეურაცხმყოფელი განცხადებების არმიღება - მეორე. ეს უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner