logo_geo
eng_logo
ბარაკ ობამა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა
- +

4 სექტემბერი. 2016. 13:45



ბარაკ ობამა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა ჩინეთში მიმდინარე „დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში გაიმართა.

ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც ბარაკ ობამამ და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოკლე განცხადებები გააკეთეს.



რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განცხადებით, არ უნდა იყოს განსხვავება „კარგ" და „ცუდ" ტერორისტებს შორის. ერდოღანის თქმით, აშშ-მა და ტურქეთმა ტერორზმის წინააღმდეგ ერთობლივი მიდგომა უნდა შეიმუშავონ. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა  გააგრძელებს ბრძოლას ყველა ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოსა" და სირიელ ქურთთა სახალხო თავდაცვის რაზმების წინააღმდეგ.



ორ პრეზიდნეტს შორის საუბარი პენსილვანიაში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებელის, ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების საკითხსაც შეეხო.


თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა აშშ-ს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან გიულენს კავშირის შესახებ დამატებით მკიცებულებებს წარუდგნეს. ამასთან, ერდორანმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში თურქეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები აშშ-ში ჩავლენ ამერიკელ კოლეგებთან კონსულტაციების გასამართად.



აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ამერიკული მხარე გააგრძელებს თურქეთთან თანამშრომლობას ამბოხის მცდელობის გამოძიების საქმეში.



იუსტიციის დეპარტამენტი და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი გააგრძელებს თურქეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველამ, ვინც ამ საქმიანობაში მონაწილეობდა, სასამართლოს წინაშე პასუხი აგოს", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner