უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა ქალაქ ოდესაზე ირანული დრონების გამოყენებით იერიში მიიტანა.
ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, ყველა დრონი განადგურებულია, თუმცა მათი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელსაც 3 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.
ხანძარი 50 კვ.მ. ფართობზე იყო გავრცელებული.