logo_geo
eng_logo
უკრაინული მხარის ცნობით, ოდესაზე ირანული დრონების გამოყენებით რუსეთის დარტყმას მსხვერპლი მოჰყვა
- +

10 ივნისი. 2023. 10:24

 

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა ქალაქ ოდესაზე ირანული დრონების გამოყენებით იერიში მიიტანა.

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, ყველა დრონი განადგურებულია, თუმცა მათი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელსაც 3 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.

ხანძარი 50 კვ.მ. ფართობზე იყო გავრცელებული.

right_banner right_banner
არქივი
right_banner