საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარს, დაუშვებლად მიიჩვენს.
ახმეტის მოსახლეობასთან შეხვედრისას, პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ, გონივრული საგარეო პოლიტიკის საფუძველზე, ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვა დასავლეთს.
„ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ სტაბილურობას და შედეგიც უკვე სახეზეა. სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია სამომავლო გეგმებზე საუბარი. გონივრული საგარეო პოლიტიკის მეშვეობით, შევძელით კიდევ უფრო დავახლოებოდით დასავლეთს და ამავე დროს, რუსეთთან მიმართებაში ავიცილეთ საფრთხეები.
რა თქმა უნდა, ჩვენი შემდგომი ამოცანაა ვისაუბროთ ურთიერთოებების ნორმალიზაციაზე, მაგრამ ვერანაირი კომპრომისი ვერ იქნება ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხებში", - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.