ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი გუშინ მედიისთვის დაიხურა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ მოწმის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. საუბარია ექსპერტზე, რომელმაც დაადგინა, რომ ბანკზე თავდამსხმელისა და ბადრის ესებუას ხმები იდენტურია.
დაცვის მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად მოსამართლემ ბრალდების მოთხოვნა დაკმაყოფილa და სხდომა დახურა. პროცესს თავად ბრალდებული არ დასწრებია.