logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: როგორი უარყოფითი განწყობაც არ უნდა გქონდეს შენი ქვეყნის თუ სახელისუფლებო გუნდის მიმართ, არ უნდა აკადრო საკუთარ ქვეყანას, რომ მის პირველ პირს ვინმე სადმე იბარებს
- +

10 ივნისი. 2023. 15:41

 

როგორი უარყოფითი განწყობაც არ უნდა გქონდეს შენი ქვეყნის თუ სახელისუფლებო გუნდის მიმართ, არ უნდა აკადრო საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას, რომ მის პირველ პირს ვინმე სადმე იბარებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

ალბათ, თავმოყვარეობამ არ უნდა გაგიშვას ადამიანი, რომ როგორი უარყოფითი განწყობაც არ უნდა გქონდეს შენი ქვეყნის თუ სახელისუფლებო გუნდის მიმართ, არ უნდა აკადრო საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას, რომ მის პირველ პირს ვინმე სადმე იბარებს. ეს არ უნდა აკადრო, არც ჟურნალისტმა, არც პოლიტიკოსმა და არც რიგითმა მოქალაქემ. კი ბატონო, მათ პარტიულ ლიდერებს მართლა იბარებდნენ, ეს აკადრეს საკუთარ ქვეყანას და ამ ძველი ნაკადრებიდან გამო დღესაც იგივე ფსიქოლოგიით დარჩნენ. ამას ამბობს ყველა ობიექტურად მოფიქრალი ადამიანი და მეც ამ აზრზე ვარ“, - აცხადებს მდინარაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner