logo_geo
eng_logo
ოზურგეთს ახალი, თანამედროვე ავტობუსები ექნება
- +

10 ივნისი. 2023. 19:12

 

 

ოზურგეთს ახალი, თანამედროვე ავტობუსები ექნება. ამის შესახებ ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, გაფორმდა ხელშეკრულება და პირველ ეტაპზე 8 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსის შესყიდვა მოხდება.

 

„ხელშეკრულება გავაფორმეთ - ოზურგეთს ახალი, თანამედროვე ავტობუსები ექნება! სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით ვიწყებთ რეფორმის გატარებას და პირველ ეტაპზე შევისყიდით 8 ერთეულ ISUZU-ს მარკის ავტობუსს. ასევე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაიგეგმება მარშრუტები და მოეწყობა გაჩერებები. შემდეგი წლიდან, მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოქალაქეებისთვის კომფორტული და უსაფრთხო იქნება.

 

ამით შევასრულებთ წინასაარჩევნოდ, თანამოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას: თანამედროვე ტრანსპორტი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განახლება - ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლდათ.

 

ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს და მთავრობას ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნავს ოზურგეთის მერი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner