„ბრიუსელში ინფორმაციის ჩამომტანი არის არა მხოლოდ მმართველი პარტია, არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, ინფორმაციის ჩამომტანი ძალიან ხშირად არიან ის ადამიანები, რომლებსაც არც პროცესში მიუღიათ მონაწილეობა და ან პროცესსა და რეკომენდაციებს სხვაგვარად განმარტავენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ისინი ბრიუსელში ქმნიან ისეთ აღქმას, რომ თითქოს საქართველოში არაფერი გაკეთებულა რეკომენდაციების შესასრულებლად, რაც რა თქმა უნდა, აზიანებს შეფასების პროცესს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.