logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი ტვ პირველს: ჟურნალისტები ხართ, სხვაგვარი პასუხისმგებლობა გაქვთ პროფესიულიც და რეპუტაციულიც, ისედაც თქვენი რეიტინგით სულ ღაფავთ და საკუთარ თავს ამას არატომ უკეთებთ?
- +

10 ივნისი. 2023. 22:21

 

 

„TV პირველი, ორი კითხვა მაქვს. პირველი: ჩვენი შვილების თაობა LGBT თაობა რატომაა?! კითხვა მეორე: მამუკა მდინარაძის ნათქვამი მართლა ვერ გაიგეთ, თუ ამგვარად შეგნებულად დაამახინჯეთ?!“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, საკუთარი მაყურებლებისთვის ინფორმაციის ამ სათაურით მიწოდება კიდევ ერთხელ, ტვ „პირველის“ ზედმეტად მიკერძოებული საკადრო პოლიტიკის მხილებაა.

 

„TV პირველი, ორი კითხვა მაქვს: პირველი - ჩვენი შვილების თაობა LGBT თაობა რატომაა?! კითხვა მეორე - მამუკა მდინარაძის ნათქვამი მართლა ვერ გაიგეთ თუ ამგვარად შეგნებულად დაამახინჯეთ?!

 

ჟურნალისტები ხართ, სხვაგვარი პასუხისმგებლობა გაქვთ პროფესიულიც და რეპუტაციულიც, ისედაც თქვენი რეიტინგით სულ ღაფავთ და საკუთარ თავს ამას არატომ უკეთებთ?

 

მამუკა მდინარაძესთან სიტყვით ჭიდილი რთული საქმეა, უბრალოდ მოგიგებთ!

 

საკუთარი მაყურებლებისთვის ინფორმაციის ამ ფორმით (ამ სათაურით) მიწოდება კი, კიდევ ერთხელ, თქვენი ზედმეტად მიკერძოებული საკადრო პოლიტიკის მხილებაა და მეტი არაფერი. ვიღას აკვირვებთ?!" - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner